ლევან დავითაშვილმა ბარისახოში ბავშვებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა. პანსიონის მოსწავლეებს, მეფუტკრეობაზე მეოცნებე ძმებს, გაგა და გია ლიქოკელებმა საჩუქრად 10 ცალი სკა გადაეცათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ძმების გეგმები მოისმინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მთიან რეგიონებში ცხოვრობენ და იქ ყოფნით, ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრებს ამაგრებენ.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბარისახოში პანსიონსა და საბავშვო ბაღს ესტუმრნენ.