ლევან დავითაშვილმა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შიდა ქართლი გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
შპს „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.
კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 15 ტონა ვაშლს ელოდება.

Visited 163 times, 1 visit(s) today