ლევან ზაუტაშვილი ლიტვის დელეგაციას შეხვდა

სამხარეო ადმინისტრაციაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ლიტვის დელეგაციას. შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ლიტვური თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიურ პროექტებზე, მათ შორის წეროვნის დასახლებაში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან საუბარში აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ლიტვური მხარე საქართველოსთვის გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფას უზრუნველყოფს, რომელიც წეროვანში ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდება.
ლევან ზაუტაშვილი მიესალმა ქართულ-ლიტვური პარტნიორობის პერსპექტივას. გუბერნატორის განცხადებით მომავალი თანამშრომლობა რეგიონისთვის სასარგებლო იქნება. ხაზი გაუსვა წეროვანში დაგეგმილი გამწმენდი სისტემის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც დასახლებაში არსებულ მოძველებულ და ფაქტობრივად უფუნქციო ნაგებობას ჩაანაცვლებს.

Visited 151 times, 1 visit(s) today