ლევან იზორია სამხედრო კაპელანებს შეხვდა

11/03/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრთან კაპელანების შეხვედრას შეიარაღებული ძალების მთავარი მოძღვარი მამა დავით ლონდარიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდა.
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კაპელანებმა საკუთარი საქმიანობის დეტალებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო კაპელანების პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი სამხედრო მოძღვარი როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0