ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოეწყო დასუფთავების დღე

10/03/2017

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოეწყო დასუფთავების დღე რაიონის მთელ ტერიტორიაზე. დასუფთავდა სკვერები, მოედნები, ტროტუარები, მჟავე წყლის, სკოლების და მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა და მიმდებარე ტერიტორიები. სამუშაოებში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელი და თანამდებობის პირი. დაგროვილი ნარჩენები მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა გაიტანა.
ამ დღესთან დაკავშირებით შექმნილი იყო სპეციალური კომისია გამგებლის მოადგილე მ. ტვილდიანის ხელმძღვანელობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0