ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ჩიხარეშის თემის მოსახლეობას შეხვდა

21/11/2021

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ჩიხარეშის თემის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ნაცულის, მელეს,ჩიხარეშის, მარგვიშის, შკედისა და ახლაშენის მოსახლეობამ, მერს ძირითად პრობლემად სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დაუსახელეს. გია ონიანმა ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალში დაიგეგმება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და დახარისხდება პრიორიტეტების მიხედვით.

„მე მზად ვარ ჩემ თანამშრომლებთან ერთად მივიდე თითოეულ სოფელში, უშუალოდ შევხვდე მოსახლეობას, მოვისმინო მათგან ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ერთად დავსახოთ მათი გადაჭრის გზები“ – აღნიშნა გია ონიანმა.

ადგილობრივებს მერმა ასევე მოუწოდა მეტად იაქტიურონ, ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, რათა ერთიანი ძალისხმევით მოგვარდეს ის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რაც ჩვენი რაიონის კეთილდღეობას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0