ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

02/11/2017

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მუზეუმი ქვემო სვანეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენს, სადაც დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები, ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კოლექცია… მუზეუმში პერიოდულად ადგილობივი მხატვრებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0