ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა. ოყურეშის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა.
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კეთილმოეწყობა სკოლის გარე პერიმეტრიც.
სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ დიდია მოლოდინი იმისა, რომ სწორედ ახალი სკოლა დააბრუნებს ბევრ ოჯახს სოფელში და ოყურეშის საჯარო სკოლაც შეივსება მოსწავლეებით.
Visited 221 times, 1 visit(s) today