ლიკანში საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლიკანში საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სამუშაოები ლიკანის დასახლებაში სასტუმრო რიქსოსიდან დაიწყო და ე.წ. დიდ ხიდამდე 1 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. „მესხეთის ქუჩა ცენტალურ მაგისტრალს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო ბილიკი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მოსახლეობის გადაადგილებისათვის პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სამუშაოები ობიექტზე 1 კვირის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტობეტონის ტროტუარები, ბორდიურები, შეკეთდება ქუჩაზე არსებული მოსაცდელი, დაგეგმილია ორცხაურიანი კომბინირებული სანიაღვრე ჭის მოწყობაც, რის შემდეგ მოსახლეობა მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკით ისარგებლებს. ტროტუარი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის. სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 940 ლარი გაიხარჯება.

Visited 160 times, 1 visit(s) today