მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა ქალაქის განვითარებას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„თბილისში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ძალიან სწრაფი ტემპით და მაღალი ხარისხით კეთდება ეს ყველაფერი. დღეს ვიყავით ამის კიდევ ერთხელ თვითმხილველი და რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა ქალაქის განვითარებას,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. რეაბილიტაციას პროცესს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

Visited 173 times, 1 visit(s) today