მაია ბითაძემ მიწის რეგისტრაციის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა მანგლისში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიწის რეგისტრაციის ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეობა საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროს პაპუნა უგრეხელიძესთან ერთად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო.
სამინისტროს თანამშრომლებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მოსახლეობას მიმდინარე პროგრამები და საქმიანობები გააცნეს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირიგაციის პროექტის კომპონენტის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროექტის „აწარმოე საქართველოში”, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.

Visited 129 times, 1 visit(s) today