მაია ბითაძე ღონისძიებას “თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წლებში” დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ღონისძიებას “თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წლებში” დაესწრო. ღონისძიება პროექტის “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში გაიმართა. 1934-2019 წლებში ქალაქის განაშენიანებისა და ურბანული განვითარების ისტორიის შესახებ საზოგადოებას არქიტექტურის დოქტორმა მერაბ ბოლქვაძემ და “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ მოუთხრეს.

“ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის გენგეგმების მთელი ისტორია მიმოვიხილეთ. თბილისის მერიას და საკრებულოს ნამდვილად გვეამაყება, რომ პრაქტიკულად ახალი ერა იწყება თბილისის გენერალური გეგმების განვითარებაში, რაც ნამდვილად ახალი გამოწვევაა და თანამედროვე მოთხოვნებს უნდა იყოს მორგებული”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Visited 94 times, 1 visit(s) today