მაია ცქიტიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ვიცე-პრემიერმა ელჩს მიმდინარე ტენდერებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა გააცნო და გამოთქვა სურვილი, რომ მასში მონაწილეობა ყაზახურმა კომპანიებმაც მიიღონ.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა, ასევე ისაუბრეს რეგიონული განვითარების პრიორიტეტებზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ ყაზახური მხარე დაინტერესებულია კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და არსებული შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას.

Visited 127 times, 1 visit(s) today