„მაკულიტერატურის“ პროექტს 20 მარტს ზესტაფონი შეუერთდება

17/03/2017

20 მარტს, პროექტ „მაკულიტერატურა“ – ს ფარგლებში წერეთლის N2-ში (ბიბლუსთან), 11: 00-დან 17: 00-მდე აქცია ჩატარდება. აქციაში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება, მათ ვისაც სურვილი აქვს ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა “პალიტრა L” – ის ახალი წიგნები, ანუ გაცვალოს მაკულატურა ახალ ლიტერატურაზე. 1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიღეებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან” – 100 ”ნერგამდე”.
მაკულიტერატურა არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში. პროექტის მიზანია გარემოს შენარჩუნება – უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გამოიყენება . მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0