მამუკა ბახტაძემ ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა

14/11/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა ხელს უწყობს სპორტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების წინაპირობაა. შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხზე, სახელმწიფოს მხრიდან სპორტის აღნიშნული სახეობების ფინანსურ ხელშეწყობაზე და სპორტული მედიცინის განვითარების აუცილებლობაზე. პრემიერი დაინტერესდა ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესთან დაკავშირებით. სპორტსმენებმა პრემიერ-მინისტრს სპორტის სფეროს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე, ძალოსანი რევაზ დავითაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0