ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს, მთავარ ეკონომისტ ლუსილა მაკლაფლინს შეხვდა.
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ის რეფორმები, რომელის განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რათა უწყება ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს მისი მომსახურების ხარისხი.