საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილეს ერიკ პიტერსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი საქართველოში მაიკლ გრანტი. გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამეს. ამასთან, განიხილეს საერთო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხები და სამომავლო გეგმები.
Visited 216 times, 1 visit(s) today