მამუკა საღარეიშვილი რეგიონში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის პროცესს შეეხო. ასევე, იმსჯელეს ვირუსის გავრცელების მესამე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიაზე. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, კლინიკებში მობილიზებულია ყველა რესურსი, მათ შორის საწოლფონდი.

Visited 57 times, 1 visit(s) today