მანგლისში ახალი ხიდი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი) – მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა მანგლისში – უსახელო ღელეს გადაკვეთაზე, მდებარეობს. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მანგლისის საკურორტო ზონაში ტურისტები და დამსვენებლები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. პროექტით გათვალისწინებულია: ახალი რკინა-ბეტონის ერთმალიანი თაღოვანი კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოები; განხორციელდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთავის. ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩოჩიამ დაათვალიერა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 832 900 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

Visited 194 times, 1 visit(s) today