,,მარათონი 2017″-ის გამარჯვებულები გუბერნატორმა დააჯილდოვა

რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,მარათონი 2017″ გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა. 5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო. მარათონში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია და Gem Fest-ის დამფუძვნებელი გორგი სიგუა. გარბენის დასრულების შემდეგ, რუხის სავაჭრო ცენტრში, დაჯილოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა. გამარჯვებულებს Gem Fest-ის ერთთვიანი ბილეთები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორმა, ლევან შონიამ გადასცა. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ, სხვადასხვა პრიზები. მათ შორის ფულადი ჯილდო შპს “კედასგან” და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები. მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ. ღონისძიების სპონსორები არიან: რუხის სავაჭრო ცენტრი, Gem-fest, კედა, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი “არგო” და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”. „მარათონი 2017“ – ის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია, ზუგდიდის ტექნოპარკი და რადიო „ათინათი“.

Visited 201 times, 1 visit(s) today