მარიამ გვიდიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომდგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში თემაზე “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან, ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ქალთა ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები, სახალხო დამცველის რეკომენდაციები და გენდერის საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებს მარიამ გვიდიანმა ასევე ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის ვებ გვერდზე არსებული სექსუალური შევიწროების ონლაინ კურსის შესახებ.

Visited 87 times, 1 visit(s) today