მარიამ ვალიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორს ტომას ტელმას შეხვდა

15/09/2017

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორს ტომას ტელმას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია. იგი, 1956 წელს დაარსდა და 184 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. კორპორაციის მიზანია, კერძო სექტორთან ერთად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების გაძლიერების გზით. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0