ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი რეგიონული დანიშნულების ავიახომალდების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ATR-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯერომ გაბორის შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კომპანიის ATR-ის რეგიონული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ოპერირებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძე.
Visited 36 times, 1 visit(s) today