მარიამ ჯაში „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

07/07/2017

ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.
კონფერენციას ჰოფბურგის სასახლეში მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტი და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. კონფერენციის მთავარი თემაა „ინოვაციები განათლებაში”.
პარარელურად, მიმდინარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერნცია.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას IAUP -პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციის ცერემონია.
მარიამ ჯაში: „უდიდესი სიხარულით ვულოცავ ბატონ კახა შენგელიას და საქართველოს განათლების სისტემას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ საქართველოს წარმატების აღიარებაა მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, არამედ უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს და საერთაშორისო ასპარეზზე გახდეს ცნობილი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0