მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

21/09/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1160 მეტრი ასფალტ/ბეტონის საფარის გზა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი 2016 წელს შესრულდა – მეორე კი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0