„მარნეულობა 2023“ აღინიშნა

17/09/2023

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარედ არსებულ სკვერში, წელს პირველად, „მარნეულობა 2023“ აღინიშნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსთან მეუფე გიორგი ჯამდელიანთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან ერთად დაესწრო. სახალხო დღესასწაულზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები; ასევე, მუზეუმში ღია ცის ქვეშ, მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები; დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. დღის ბოლოს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. რწმუნებულთან ერთად, „მარნეულობა 2023-ს“ მისი პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0