მარნეულში წყლისა და კანალიზაციის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

06/07/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა ეწვია და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან ზაური ტაბატაძესთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 60 მლნ. ლარი და მოიცავს ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, ჯანდარის,წერეთლის,საიმერლოსა და ბეგლიარის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0