მარტვილის მერი ნჩხურის და გაჭედილის მოსახლეობას შეხვდა

18/05/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანთან, მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ინჩხურის და გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერი მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა. ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას ამცნო, რომ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურის უბანში, მალე დაიწყება გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, მოსახლეობასთან საუბრისას მათ ყურადღება გაამახვილეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიასა და თხილის ბაღებში მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი წამლობის ღონისძიებების აუცილებლობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0