მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში გზის მშენებლობა გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა ჯამბულ გეგეჭკორმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2700 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, წყალამრიდების და მილხიდების მოწყობას. სამუშაოების ღირებულება 407 449 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტობეტონის პირველი ფენა და სამუშაოები შესრულებულია 70%-ით.