მარტვილი – სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

13/09/2017

ქ. მარტვილისა და სოფელ სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 1 857 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში. მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია გაეცნო. პროექტის ღირებულება 652 875 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -10 ადამიანი. აღნიშნული გზით არამარტო სერგიეთის, არამედ აბედათის და ჯოლევის მოსახლეობაც ისარგებლებს. ქ. მარტვილი – სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0