მარტვილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

სოფელ სალხინოში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო- დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ში მიწის ვაკის ჩაწყვეტის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
პროექტის ღირებულებაა – 397110 ლარი;
სამუშაოს ასრულებს- შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“;
სამუშაოზე დასაქმებულია – 30 ადამიანი;
ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 35 %;
სამუშაოს დასრულდების თარიღი-2016 წლის 2 მაისი.

Visited 175 times, 1 visit(s) today