მარტვილში სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მონაცემები ცალ-ცალკე შემდეგნაირია:
➤ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხონი-მათხოჯი-მარტვილის საავტომობილო გზის მე-13 კმ-ზე მდ. ნოღელაზე არსებული სახიდე გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოები .პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
➢ სამუშაოს ასრულებს – შპს ,,სახარია“;
➢ პროექტის ღირებულებაა – 527 750 ლარი;
➢ სამუშაოზე დასაქმებულია – 10 ადამიანი;
➢ ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 40 %;
➢ სამუშაოს დასრულდების თარიღი – 2016 წლის 3 აგვისტო;
➤ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
➢ სამუშაოს ასრულებს – ,,ავტოგზა ლენტეხი 99“;
➢ პროექტის ღირებულებაა – 1 147 432 ლარი;
➢ სამუშაოზე დასაქმებულია – 15 ადამიანი;
➢ ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 50 %;
➢ სამუშაოს დასრულდების თარიღი – 2016 წლის 31 აგვისტო;
➤ სოფელ სალხინოში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო- დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ში ხიდის მიმდებარედ მიწის ვაკის ჩაწყვეტის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოები. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
➢ პროექტის ღირებულებაა – 397110 ლარი;
➢ სამუშაოს ასრულებს- შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“;
➢ სამუშაოზე დასაქმებულია – 30 ადამიანი;
➢ ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 50 %;
➢ სამუშაოს დასრულდების თარიღი-2016 წლის 2 მაისი.
აღნიშნული სამუშაოს რეაბილიტაციის შედეგად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ტურისტები განახლებული და კომფორტული სახიდე გადასასვლელებით ისარგებლებენ.

Visited 341 times, 1 visit(s) today