მარტივად შევჯერდებით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე

27/01/2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

„ჯერ-ჯერობით არ შემოგვხმიანებიან პრეზიდენტისგან. იქნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე მარტივად შევჯერდებით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე. რეგლამენტის თანახმად, ეს არის საგაზაფხულო სესიის პირველივე დღე, თუმცა გვაქვს ჩვენ პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტის თხოვნით, სხვა დროს ტარდება ხოლმე პრეზიდენტის მოხსენება. კონსულტაციების საფუძველზე მარტივად შევჯერდებით ამ საკითხზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0