მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოიყოფა

22/03/2017

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
მთის განვითარების საბჭოს სხდომას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, სადაც 2017 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის განაწილების საკითხზე იმსჯელეს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1102 პროექტი და 1713 ბენეფიციარი დააფინანსა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონების განვითარების ფონდიდან 2016 წელს დაფინანსებულ პროექტებზე. კერძოდ, გასულ წელს 20 მუნიციპალიტეტში 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მთის განვითარების საბჭოს სხდომას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აგრეთვე სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, მხარეების გუბერნატორები, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0