“მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე“ – პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

16/06/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, “მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე“ – პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა, სადაც ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციის და მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, პარლამენტის აგრარული კომიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0