მდინარე ნატანები კალაპოტიდან გადმოვიდა

16/10/2017

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ცხემლისხიდში, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ნატანები. მორღვეულია ნაპირსამაგრი. საფრთხე ემუქრება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.
მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი ეცნობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0