მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

07/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. ამჯერად სამუშაოები დაბა სურამის მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოებს ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიება შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ნუ ჩავყრით მდინარეში საყოფაცხოვრებო ნაგავს. გავუფრთხილდეთ ბუნებას, ვიზრუნოთ ეკოლოგიურ პირობებზე და მომავალზე!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0