„მეგადორსმა“ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა. კომპანია, რომელსაც იმპორტირებული კარი შემოჰქონდა საქართველოს ბაზარზე, „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შემდეგ, პროდუქციას უკვე ქვეყნის შიგნით აწარმოებს და 40 ადამიანზე მეტი ჰყავს დასაქმებული“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც დღეს „მეგადორსის“ ახალი საამქროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კომპანია თვეში 2000 კარს აწარმოებს, თუმცა, უახლოეს პე¬რიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლე¬ბლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ამზადებს. კომპანიამ ისარგებლა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრაქტიკულად ყველა კომპონენტით. მას გადაეცა ქონება 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც პირნათლად შეასრულა, ასევე სესხის მომსახურების ნაწილში თანადაფინანსებით და ტექნიკური დახმარებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.