მემორანდუმი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეს დოკუმენტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს თავდაცვითი შეიარაღება შეიძინოს.

”მემორანდუმი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოიების სფეროში თანამშრომლობის პარტნიორობის გაფართოებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება. მემორანდუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნებს პარტნიორებთან, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი.
ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის.

Visited 135 times, 1 visit(s) today