მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

15/09/2017

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ბადრი გობრონიძესთან ერთად, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარეობს 2კმ. და 560 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 98 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0