მერიაში გარკვეულ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მისთვის თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

„თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საუბრისას დაადასტურა, რომ სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური ამჟამად შვებულებაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა.

Visited 110 times, 1 visit(s) today