საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში 18-19 იანვარს მიმდინარეობდა პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ (სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი), საზოგადოებრივ კოლეჯებში – „გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრი“ (გრაფიკული დიზაინი და ვებდიზაინი) და „ნატალი აკადემია“ (საპარიკმახერო საქმე). შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდები გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ. ვებდიზაინი 6 მონაწილე I ადგილი – ცოტნე ნაზარაშვილი II ადგილი – გიორგი ხურციძე III ადგილი – ლაზარე კავლელიშვილი ექსპერტი: სერგო კარაკოზოვი გრაფიკული დიზაინი 8 მონაწილე I ადგილი – სალომე წიქარიძე II ადგილი – მარიამ ტყეშელაშვილი III ადგილი – მარიამ შაიშმელაშვილი ექსპერტი: გიორგი კევლიშვილი სამზარეულო საქმე 11 მონაწილე I ადგილი – ლია ლომიძე II ადგილი – მურად ლეონიძე III ადგილი – ალბერტ არუტიუნიანი და გიორგი გურგენიძე ექსპერტი: როდამ ხიდეშელი საპარიკმახერო საქმე 6 მონაწილე I ადგილი – კრისტინა პარუმოვი II ადგილი – მარიამ პირველი III ადგილი – მალვინა ბუთიძე ექსპერტი: ნატალი თოლორაია საკონდიტრო საქმე 4 მონაწილე I ადგილი – ანა-ქრისტინე ტატიშვილი II ადგილი – ქრისტინე ქოჩარიანი III ადგილი – დავით შეყლაშვილი ექსპერტი: დავით ყურაშვილი სარესტორნო სერვისი 4 მონაწილე I ადგილი – ზურა შავიშვილი II ადგილი – მარკ ოგანეზოვი III ადგილი – ემზარ კენჭაძე ექპერტი: ილია საგანელიძე WorldSkills Georgia 2017 – მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება.