მესტიაში ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის ფერები“ გაიმართა

დღეს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ახალგაზრდა შემოქმედთა ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის ფერები“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ კომპანია „MAGIC GROUP”, რომელიც უკვე მესამე წელია, რაც ტრადიციულად ატარებს მსგავსი ტიპის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ფესტივალებს.
ღონისძიების მხარდამჭერია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

Visited 205 times, 1 visit(s) today