მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ პრობლემურ კერებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელსა და სახელმწიფო გზების მოვლა – შენახვაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებული საჭიროებები დეტალურად მიმოიხილა.
„ მიმდინარეობს ჩოხატაურის ცენტრალური მაგისტრალის სანიაღვრე არხებისა და გზის პირებზე არსებული ნარჩენების გატანა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა. აღნიშნული სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ოზურგეთსა და ლანჩხუთშიც. რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ პრობლემურ კერებს“- განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.
გია სალუქვაძემ ინერტული მასალით დატვირთული მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად დაზიანებულ გზებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გზების შეკეთება და დაზიანებების გამომწვევი საკითხის დარეგულირება დროულად უნდა მოხდეს.
შეხვედრაზე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გზებზე არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრაზე ისაუბრეს.

Visited 174 times, 1 visit(s) today