მეცნიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის

მეცნიერების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პერმანენტულად შეხვედრებს მართავს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, უნივერსიტეტების, სამინისტროს ქვეუწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, სადაც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჭიროებებზე, არსებული პრობლემების მოგვარებასა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

Visited 148 times, 1 visit(s) today