მეჭიაურის საქმემ აჩვენა, რომ არჩევნები გაყალბდა

26/10/2017

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მცხეთის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მეჭიაურის საქმემ აჩვენა, რომ არჩევნები გაყალბდა.
„პირველ რიგში, თამაზ მეჭიაურს მივულოცავ გამარჯვებას. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ვფიქრობ, კითხვის ნიშნები გამოირიცხა უკვე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ოპოზიციის სამართლიან შენიშვნებში, ოპოზიციის სამართლიან მოთხოვნაში, რომ უბნები გაიხსნას და ხელახლა მოხდეს ხმების გადათვლა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ერთმნიშვნელოვნად ძალიან კარგი როლი ითამაშა მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებამ და მეჭიაურის საქმემ აჩვენა, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის შეფასებას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0