მე ვფიქრობ, ჩვენ შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე

18/08/2017

„მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე – ახალი კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უნდა უზრუნველყოფდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის დღევანდელი ფორმატი არაერთხელ იქნება გამოყენებული მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებისთვის.
„ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ამიტომ მჯერა ახლო მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შეხვედრას იგი გაუძღვება და შეხვედრის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0