მე-10 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2022” გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2022” გაიმართა. გამოფენას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების მინისტრის მოადგილე ებუბექირ გიზლიგიდერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „Agro Batumi 2022” გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგრო გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდნენ 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

Visited 23 times, 1 visit(s) today