საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები გააცნეს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.
Visited 54 times, 1 visit(s) today