მთა თეთრობზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ელექტრო გადამცემი ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ხაზით მთა თეთრობი კურორტ ბეშუმის ქვესადგურს დაუკავშირდება. ამ ეტაპზე შემოტანილია მასალები და მიმდინარეობს რკინის ბოძებისა და ელექტრო დანადგარების მონტაჟი. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 149000 ლარია გამოყოფილი, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ქსელმშენი“ ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სამუშაოები ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
Visited 332 times, 1 visit(s) today